ირაკლი ქადაგიშვილი – ევრობიუროკრატებისთვის სასურველი შედეგი არჩევნებში რომ ვერ დადგა, შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყეს, რომ როგორმე ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ, რაც ამ შანტაჟით არ გამოუვათ

18:15, 23.07.2025

ევრობიუროკრატიის იმ ნაწილის მიზანი, რომელიც საქართველოს არჩევნებში უხეშად ერეოდა, იყო არა არჩევნების დემოკრატიული შედეგები, არამედ მათვის სასურველი შედეგები. მათთვის სასურველი შედეგი როდესაც ვერ დადგა, შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღების პირობების ნაწილში საქართველო პირნათელია, მას რეკომენდაციები ყოველმხრივ აქვს შესრულებული.

„პარლამენტმა მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღო, ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლება მუდმივად ხდება და ა.შ. ვნახეთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გადწყვეტილება ვერ მიიღეს. რამდენიმე ქვეყანა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა და დიალოგისკენ მიმართული პოზიცია დააფიქსირა. პრობლება სწორედ ისაა, რომ ევრობიუროკრატიის იმ ნაწილის, რომელიც საქართველოს არჩევნებში უხეშად ერეოდა, მიზანი იყო არა არჩევნების დემოკრატიული შედეგები, არამედ მათვის სასურველი შედეგები. როდესაც მათთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, შანტაჟის ახალი ტალღა დაიწყო. ამ გზაზე ერთადერთი ეფექტური იარაღი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამ მთავრობამ მიიღო. მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს ხალხისთვის იყო და არა მთავრობისთვის. ახლა მზად არიან, ეს ხალხსაც წაართვან, რაც, მათი თქმით, მთავრობისთვის არ იყო. ეს არის შანტაჟის კლასიკური მეთოდი, რომლის მიზანი არც დემოკრატიაა და არც ევროპასთან დაახლოების სხვა გზა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ როგორ მოიყვანონ აგენტურა უკან, ხელისუფლებაში, რაც ამ შანტაჟით არ გამოუვათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი