ირაკლი ქადაგიშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული

13:29, 05.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის ნდობაზე მიუთითებს.

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში მაღალია.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს – გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები,იტალია,საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა,ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

„ევროკომისიის მიერ „ევრობარომეტრისთვის“ დაკვეთილი ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს ხელთ, სადაც საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული.  ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ანუ, ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 23 ქვეყანას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხალხს ჰქონდა და აქვს ნდობა. ოპოზიციას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და არა ხალხის არჩევანის რეალიზება. ეს მიანიშნებს, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია. ყველა გამოწვევებზე, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ, თუ სოციალურ საკითხებს, პარლამენტი ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატური იყოს. ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი