ირაკლი ქადაგიშვილი - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით.

აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა კოალიციურ მთავრობაზე ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„პრეზიდენტი მონა აღარ არის? გახსოვთ, რომ თქვენი ტელევიზიები სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მონას ეძახდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუს შესახებ დასმული კთხვის საპასუხოდ განაცხადა.

ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. ამას გულისხმობს საქართველოს კანონი და კონსტიტუცია, ალბათ, პრეზიდენტიც ამას გულისხმობს. ზოგადად, განცხადებები ჰარმონიულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე კარგია, მაგრამ ამას მხარს უნდა უმაგრებდეს ამომრჩევლის არჩევანი. 2020 წელს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, რაც დღეს გვაქვს. 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები აქამდე მივალთ“, – გააცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ანტაგონისტურია.

„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.