ირაკლი ქადაგიშვილი - ელენე ხოშტარიას შიმშილობა მიმართული იყო ერთი ოპოზიციონერის მიერ სხვების მიმართ, რაც რაღაცნაირი ნონსენსია, ეს ყველაფერი ოპოზიციაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ელენე ხოშტარიას შიმშილობა მიმართული იყო ერთი ოპოზიციონერის მიერ სხვების მიმართ, რაც რაღაცნაირი ნონსენსია, ეს ყველაფერი ოპოზიციაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას შიმშილი დაკავშირებული იყო ოპოზიციის გენერალური აქციების მუხტის ასაწევად, მაგრამ „მათი ბოლო აქცია ფიასკოთი დასრულდა“.

ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო  აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეები პოზიციურად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„შიმშილობა მიმართული იყო ერთი ოპოზიციონერის მიერ სხვების მიმართ, რაც რაღაცნაირი ნონსენსია. ეს ყველაფერი ოპოზიციაში არსებულ ღრმა კრიზისზე მიუთითებს. ეს სწორედ მათივე ქმედებით არის გამოწვეული. როგორც ახლა უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს ინგლისის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ, ასე დაჰყვნენ ესენიც უცხოელების ნება-სურვილს. იმ უცხოელმა არცერთ ოპოზიციონერს არ უთხრა, რომ როცა ამომრჩეველს ასე მოექცევი და საბოტაჟს გამოაცხადებ, პოლიტიკურად წააგებო. ეს იმიტომ, რომ მათი მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება არ არის, ეს არის ფარდა, სიტყვად მოტანილი, მიზანი სხვაა. ოპოზიცია ამ თამაშებს შეეწირა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.