ირაკლი ქადაგიშვილი - ელენე ხოშტარიას მამას თუ შეიძლება ერიცხებოდეს რუსეთიდან თანხა და ეს ნორმალურია, რატომ არ შეიძლება ერიცხებოდეს სხვას და რატომ უნდა მოჰყვეს სხვა ბულინგის ქვეშ
ირაკლი ქადაგიშვილი - ელენე ხოშტარიას მამას თუ შეიძლება ერიცხებოდეს რუსეთიდან თანხა და ეს ნორმალურია, რატომ არ შეიძლება ერიცხებოდეს სხვას და რატომ უნდა მოჰყვეს სხვა ბულინგის ქვეშ

ოპოზიციის ლიდერებს შეხედეთ, რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ისინი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. „უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, თუ ელენე ხოშტარიას მამას შეიძლება ერიცხებოდეს რუსეთიდან თანხა და ეს ნორმალურია, რატომ არ შეიძლება ერიცხებოდეს სხვას და რატომ უნდა მოჰყვეს სხვა ბულინგის ქვეშ.

„ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტები. თუ მას შეიძლება, არ ვიცი კანონიერად არ ვიცი როგორ, ერიცხებოდეს რუსეთიდან ფული, ეს ნორმალურია, მაგრამ ვიღაც თუ წავა რუსეთში რაღაცის გასაკეთებლად ან შეიძლება ვიღაცას ერიცხებოდეს ფული რაღაცისგან, თუ მის პოლიტიკურ ნავში არ ზის, სანქცირებისა და ბულინგის ქვეშ უნდა მოჰყვეს? სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ის დაბალი მორალური პოლიტიკური დონე, რითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ოპოზიციის ლიდერებს შეხედეთ, რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ისინი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.