ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს სააკაშვილის გარშემო შეკრება წყლის ნაყვას ნიშნავს, ოპოზიციას თუ გარედან შოლტით არ გააერთიანებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ვის უნდა უნდოდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს სააკაშვილის გარშემო შეკრება წყლის ნაყვას ნიშნავს, ოპოზიციას თუ გარედან შოლტით არ გააერთიანებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ვის უნდა უნდოდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს მდგომარეობა არასწორმა და დანაშაულებრივმა პოლიტიკამ გამოიწვია. დღეს სააკაშვილის გარშემო შეკრება წყლის ნაყვას ნიშნავს. გილაური ბიზნესმენია და ალბათ არ უნდა, რომ სააკაშვილს ციხეში ჩაჰყვეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, რომლითაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ოპოზიციიდან არავის უნდა, თუ ეს გარედან არ იქნება მოთხოვნილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ეს მდგომარეობა არასწორმა და დანაშაულებრივმა პოლიტიკამ გამოიწვია. ამას სეგმენტაცია მოჰყვა, რაც იყო გარე რეკომენდაციაც, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ ერთიანი პარტია ოდიოზურად გამოიყურებოდა. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი და მისი იდეოლოგია იყო. დღეს სააკაშვილის გარშემო შეკრება წყლის ნაყვას ნიშნავს და გააგრძელონ. გილაური ბიზნესმენია და ალბათ არ უნდა, რომ სააკაშვილს ციხეში ჩაჰყვეს. ის ბიზნესინტერესებიდან მოქმედებს და არაფერ შუაშია „ქართული ოცნება“. ჩვენ ბიზნესს არ ვებრძვით მათი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად. უამრავი მდიდარი ბიზნესმენია, ვინც ოპოზიციას და მედიას აფინანსებს. ოპოზიციას თუ გარედან შოლტით არ გააერთიანებენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება ვის უნდა უნდოდეს?“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.