ირაკლი ქადაგიშვილი - დავით დარჩიაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ შეცვლილა, ეს არის რეალურად ის სახე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს
ირაკლი ქადაგიშვილი - დავით დარჩიაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ შეცვლილა, ეს არის რეალურად ის სახე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს

უკიდურესად სამარცხვინოა დავით დარჩიაშვილის განცხადება და, მით უმეტეს, ის შედარება, რაც მან მოიყვანა, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, არ შეიძლება, რომ ადამიანის სიცოცხლე ასე იყოს გაწირული და შემდეგ ამ სიცოცხლეზე ასეთი ვულგარული განცხადებები აკეთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით დარჩიაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ შეცვლილა.

„ის კოლექტიური დანაშაული, რაც ქართველი ხალხის წინაშე მათ ჩაიდინეს, არ მოუნანიებიათ და პირიქით. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის წამოსცდებათ ხოლმე, რომ ისინი არიან სწორედ მათივე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრენი და გამგრძელებლები. ეს არის რეალურად ის სახე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც შენ შეგიძლია, ისაუბრო ადამიანის მკვლელობაზე და მოტივაციად მოგყავდეს, მათ შორის, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ამ მკვლელობის გასამართლებლად მოყვანილი ის ცრუ ბრალდება, რა ცრუ ბრალდებითაც მაშინ ემუქრებოდნენ მის ოჯახს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.