ირაკლი ქადაგიშვილი – დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ მის გარშემო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო გაერთიანდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნები სულ სხვაა.
„ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ პარტიებს და მათ პარტნიორებს ისე აქვთ საქმე, რომ საქართველოში ლეგალური შეხვედრის სურვილიც კი აღარ გააჩნიათ. სადღაც კონსპირაციულად მიდიან, შემდეგ ეს ხდება ცნობილი და ათასგვარი ჭორ-მართალის საბაბი ხდება. ეს ის რეალობაა, რაც თავად და მათმა პატრონებმა შექმნეს. იმის გარჩევა, გაერთიანებას სააკაშვილის გარშემო ურჩევდნენ თუ მის გარეშე, არანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში რეალური აღქმა არ გააჩნია, თორემ საქართველოს მიმართ მათი მიზნები მანკიერი იყო. ისეთ ადამიანზე აქვთ ფსონი გაკეთებული, რომელიც მრავალ დანაშაულშია მხილებული, რომელმაც მოქალაქეობა დათმო და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით შემოვიდა. მათთვის დემოკრატიული პროცესები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გეოპოლიტიკური არეულობის დროს ისე მოიქცევა, როგორც ეტყვიან – ტოტალური დაპირისპირება რუსეთთან, რაც საქართველოსთვის დამაგრეველი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.