ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის სურვილია ხელისუფლების მათთვის სასურველი პირებით ჩანაცვლება, ამ სურვილის გამო ყველაფერზე მიდიან
ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის სურვილია ხელისუფლების მათთვის სასურველი პირებით ჩანაცვლება, ამ სურვილის გამო ყველაფერზე მიდიან

გამოთქმისთვის ბოდიში, მაგრამ უცხოეთში ვიღაცამ თავი შეიწუხოს და თუ აინტერესებს, ამქვეყანაში მართლა რა და როგორ ხდება, თავი შეიწუხოს და ცოტა ღრმად ჩაიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის მიზანია არა დემოკრატიული პროცესის მიღწევის, არამედ ხელისუფლების მათთვის სასურველი პირებით ჩანაცვლების სურვილი.

„თუ უნდათ იდეოლოგიური ნარატივის გაშლა, ამაში ახალი არაფერი იქნება, მაგრამ თუ აინტერესებთ, რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში არჩევნების უარყოფა და გადატრიალების წახალისება იწყება, მაშინ დაინახავენ, რატომ არის სახელმწიფო იძულებული, ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გასცეს. ამას თუ დაინახავენ, მიხვდებიან, რომ ქვეყანაში არც პოლიტიკური პატიმრები არიან. იცით, ამის დანახვა რთული რატომ არის? ვითარების აქეთკენ წაყვანის პირველწყარო დასავლეთის ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყოველ ჯერზე წაუყრუებენ ეუთო-ს დასკვნას არჩევნების თაობაზე და მათი მიზანია არა დემოკრატიული პროცესის მიღწევის, არამედ ხელისუფლების მათთვის სასურველი პირებით ჩანაცვლების სურვილი. ამ სურვილის გამო ყველაფერზე მიდიან და ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, მათ შორის, მზად არიან, აღიარებით ჩატარებულ არჩევნებზეც კი თვალი დახუჭონ და პოლიტიკური აქტივობები თუ პოლიტიკური სცენარები უკანონოდ დააფინანსონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.