ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგობაში თუ მოდის ევროკავშირის ინტერესებთან, ამაზე საგნობრივი საუბარი უნდა იყოს და არა გარედან ულტიმატუმის სახით ნასროლი ლოზუნგები
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგობაში თუ მოდის ევროკავშირის ინტერესებთან, ამაზე საგნობრივი საუბარი უნდა იყოს და არა გარედან ულტიმატუმის სახით ნასროლი ლოზუნგები

ეროვნული ინტერესები რაიმეში წინააღმდეგობაში თუ მოდის ევროკავშირის ინტერესებთან, ამასთან დაკავშირებით საგნობრივი საუბარი უნდა იყოს და არა გარედან ულტიმატუმის სახით ნასროლი ლოზუნგები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ დიალოგის რეჟიმი უნდა აირჩიოს.

„ველოდებით, რომ ის ფურცელი უნდა გადაფურცლონ, როცა საქართველო მოიაზრებოდა პროქსი ომის დროს სამხრეთის ფრონტად. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და, საბოლოო ჯამში, იმას შეეგუონ, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავის ეროვნულ ინტერესებს იცავს. ეს ეროვნული ინტერესები რაიმეში წინააღმდეგობაში თუ მოდის ევროპის ევროკავშირის ინტერესებთან, ამასთან დაკავშირებით საგნობრივი საუბარი უნდა იყოს და არა გარედან ულტიმატუმის სახით ნასროლი ლოზუნგები – ამას თუ არ შეასრულებთ, ამას დაგმართებთო. ევროპამ დიალოგის რეჟიმი უნდა აირჩიოს და დაინახოს, რომ საქართველოს აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.