ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ შევდივართ პანდემიის პიკურ ზოლში, არ გვაქვს დაწყნარების უფლება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს აფეთქება
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ შევდივართ პანდემიის პიკურ ზოლში, არ გვაქვს დაწყნარების უფლება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს აფეთქება

ჩვენ შევდივართ პანდემიის პიკურ ზოლში, ზუსტად არავის შეუძლია თქმა, როდის და როგორ განვითარდება მოვლენები, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი ამ ეტაპზე დაცულია და სუფთა რეგიონად ითვლება, კორონავირუსის დაავადების გავრცელების საფრთხე მაინც არის.

„არ გვაქვს დაწყნარების უფლება, რადგან ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს აფეთქება. გამომდინარე აქედან, ჩვენ კონტროლს გავაგრძელებთ. მთელი რიგი ღონისძიებებია ამ მიმართულებით გატარებული, მათ შორის ბაზრობები, ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილები არის გაკონტროლებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა სეზონური მოსავლის რეალიზაციის საკითხზეც და განმარტა, რომ ფერმერს და გლეხს, მოწეული მოსავალი არ უნდა დარჩეს გაყიდვის გარეშე, თუმცა ეს პროცესი შესაბამის სამსახურებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

„ყველას ევალება საქმიანობა იყოს შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, რომ კონტროლი არ დავკარგოთ არსებულ ვითარებაზე. ამიტომ ყველას ძალიან ვთხოვ ეს წესები დაიცვას“, – აცხადებს კახეთის გუბერნატორი.

ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ეს იქნება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ახალი კერის გაჩენის საფრთხე.ამიტომ ყვრლას მოვუწოდებ, მაქსიმალურად იქნასს თავი შეკავებული ასეთი ტრადიციის განხორცილებისგან დღეს, რომ მომავალში ჩევნ დავუბრუნდეთ ცზოვრების ნორმალურ რიტმს , დღეს უნდა ჩავუყარით ამას საფუძველი“ ,- აცხადებს კახეთის გუბერნატორი.