ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რათა ქვეყანაში დაცული იყოს ოჯახი, ახალგაზრდა თაობა, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რათა ქვეყანაში დაცული იყოს ოჯახი, ახალგაზრდა თაობა, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება

ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რათა ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს ოჯახი, ახალგაზრდა თაობა. ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, კონსტიტუციური ჩარჩოს შემდეგ  საკანონმდებლო აქტების მიღების შესაძლებლობა იქნება.

„ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდისგან დაცული იყოს ოჯახი, ახალგაზრდა თაობა და საზოგადოება. ამის საშიშროება და საფრთხე დღეს მთელ მსოფლიოში სახეზეა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ, საჭიროა კონსტიტუციური ჩარჩო. კონსტიტუციური ჩარჩოს შემდეგ გვექნება ქვემდებარე საკანონმდებლო აქტების მიღების შესაძლებლობა. ოპოზიცია დაუჭერს მხარს თუ არა ამას? ვფიქრობ, დიდი შიდა წინააღმდეგობები აქვთ ოპოზიციაში. ესმით, რომ ეს საკითხი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ შიში აქვთ, უცხოეთიდან გარკვეული წრეები როგორ შეფასებას მისცემენ. იმის გამო, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, უცხოური მხარდაჭერის იმედად არის დარჩენილი და შიგნით რაიმე განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვთ, ისინი ამ გზაგასაყარზე დგანან. ვნახოთ, დავაკვირდეთ, ჩაერთვებიან თუ არა და რა პოზიციებს გამოხატავენ. ალბათ მათთვის უკეთესი იქნება, თუ ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვებიან. რაიმე საკამათო ან დასამატებელი თუ არის წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებში, ამაში მონაწილეობა მიიღონ, მოსახლეობას ეს აინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.