ირაკლი ქადაგიშვილი - ბოლო არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ რესურსი დავიდა სამ ადამიანზე, ამიტომ ეს გაერთიანება სამი ადამიანის გაერთიანებაა
ირაკლი ქადაგიშვილი - ბოლო არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ რესურსი დავიდა სამ ადამიანზე, ამიტომ ეს გაერთიანება სამი ადამიანის გაერთიანებაა

ბოლო არჩევნებზე მათი რესურსი დავიდა ზუსტად სამ ადამიანზე. ამიტომ, ეს გაერთიანება სამი ადამიანის გაერთიანებაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კიმიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება, აკეთოს განცხადებები, მათ შორის აბსურდული.

„ამ ოპოზიციური პარტიების რესურსი მათ საარჩევნო ციფრებშია გამოხატული. ვხედავთ, რომ ბოლო არჩევნებზე მათი რესურსი დავიდა ზუსტად სამ ადამიანზე. ამიტომ ეს გაერთიანება არის სამი ადამიანის გაერთიანება. საქართველოში ყველა ადამიანს აქვს უფლება, აკეთოს განცხადებები, მათ შორის აბსურდული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.