ირაკლი ქადაგიშვილი - ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები საქართველოს მიმართ პროქსი ომის გამოხატულებაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი
ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს მიმართ პროქსი ომის გამოხატულებაა. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ამ სანქციების უკან რეალობა არ დგას.
„მათ მიერ ესკალაციებს ვხედავთ, რის საფუძველზეც ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ქმედებების განხორციელებას. ეს არ არის მხოლოდ ესტონეთი. ის ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღია, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური ნება არ აქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.