ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია კიდევ ერთი გზავნილია, 19 აპრილის შეთანხმებას ყველა შემოუერთდეს
ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია კიდევ ერთი გზავნილია, 19 აპრილის შეთანხმებას ყველა შემოუერთდეს

ეს კიდევ ერთი გზავნილი და მოწოდებაა, რომ 19 აპრილის ხელშეკრულებას ყველა შემოუერთდეს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

„ეს კიდევ ერთი გზავნილი და მოწოდებაა, რომ 19 აპრილის ხელშეკრულებას ყველა შემოუერთდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომელთა გარშემოც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. მაგალითად, ვნახეთ, რომ საარჩევნო კოდექსის განხილვის დროს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, შენიშვნების მიუხედავად, მას მხარი დაუჭირა. მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მოიყვანა რამდენიმე საბაბი, რათა ამ კანონისთვის მხარი არ დაეჭირა. ამან კიდევ ერთხელ განაპირობა, რომ ხელს არ აწერ, მაგრამ ყველა შეფასებით უკეთეს კანონს ხმას არ აძლევ. ამიტომ ასეთი ქმედებები გაუგებარი ხდება. ანუ, შენ ყოველთვის ზურგს უკან ხანჯალს ინახავ სიტუაციის ასარევად და დემოკრატიული პროცესისთვის ზურგში ჩასარტყამად. ალბათ, ეს დაინახა ამერიკის სენატმა, კონკრეტულად, სენატორმა რიშმა და სწორედ ეს გულისტკივილი და შეშფოთებაა მის ამ სიტყვებში გამოხატული“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.