ირაკლი ქადაგიშვილი - არასამთავრობოებმა უნდა დაივიწყონ ის ფუნქცია, რაც თავის თავზე აიღეს, რომ იქნებიან ფერადი რევოლუციების შტაბები და სამოქალაქო საჭიროებების ხელშემწყობ ორგანიზაციებად იქცნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - არასამთავრობოებმა უნდა დაივიწყონ ის ფუნქცია, რაც თავის თავზე აიღეს, რომ იქნებიან ფერადი რევოლუციების შტაბები და სამოქალაქო საჭიროებების ხელშემწყობ ორგანიზაციებად იქცნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უნდა დაივიწყონ ის ფუნქცია, რაც თავის თავზე აიღეს, რომ იქნებიან ქვეყანაში ფერადი რევოლუციების შტაბები და მართლა სამოქალაქო საჭიროებების ხელშემწყობ ორგანიზაციებად იქცნენ.

„არასამთავრობო სექტორი დისიდენტური და ხშირ შემთხვევაში რევოლუციური მოქმედებების შტაბად იქცა. არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევიან. ამიტომ უნდა გააცნობიერონ, რომ ის ფუნქცია, რაც მათ თავის თავზე აიღეს, რომ იქნებიან ქვეყანაში ფერადი რევოლუციების შტაბები, ეს ფუნქცია უნდა დაივიწყონ და მართლა სამოქალაქო საჭიროებების ხელშემწყობ ორგანიზაციებად იქცნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებიან რევოლუციური სცენარების განმახორციელებელ ორგანიზაციებად, რაც არის არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის შინაარსის დარღვევა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია. ევროპის რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ქმედებების მეათედიც რომ ჩაედინათ, წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.