ირაკლი ქადაგიშვილი - არასამთავრობოების ნაწილი ხშირ შემთხვევაში რევოლუციური სცენარებისთვის ხარჯავდა თანხებს, ამიტომ თანხების გასაჯაროების ყველაზე ლიბერალური წესის შესრულებაც არ უნდოდათ
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თანხების გასაჯაროების თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე ლიბერალური მოთხოვნა იყო.
ქადაგიშვილის განმარტებით, არც ამერიკაში და არც ევროპაში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც უცხოეთიდან შესული დაფინანსება სრულ გამჭვირვალობასა და კონტროლში არ ექცევა.
„ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ლიბერალური ვარიანტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ თანხებს არამიზნობრივად იყენებდა, რაც თავად ამერიკის მხრიდან გახდა ცნობილი. ისინი რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად ხარჯავდნენ თანხებს. ამიტომაც მათ ყველაზე ლიბერალური წესის შესრულებაც კი არ უნდოდათ. ამ ვითარებას რომ ვხედავთ, მივმართავთ იმ გზას, რაც ამერიკამ გაიარა უკვე 90 წელია. ამერიკული კანონმდებლობა გადმოგვაქვს, რაც უზრუნველყოფს გამჭირვალობას, უსაფრთხოებას და ხელს არ შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციების ჯანსაღ საქმიანობას“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.