ირაკლი ქადაგიშვილი - არახამია იმ გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც დაჟინებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, რათა საქართველო დაპირისპირების ადგილად იქცეს
ირაკლი ქადაგიშვილი - არახამია იმ გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც დაჟინებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, რათა საქართველო დაპირისპირების ადგილად იქცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „არახამია იმ გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც დაჟინებით იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოახერხოს პროვოცირება, რომ საქართველო დაპირისპირების ადგილად იქცეს და ე.წ. მეორე ფრონტის თემა შემოვიდეს“.

„არახამიას ეს განცხადება ჩვენი მოსახლეობისთვის არახალია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დავით არახამიამ ტელეგრამარხზე დაწერა: „ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის“.