ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ შეცდომა იყო, რომ სააკაშვილის წამებულთა სია არ შეიქმნა და კოჰაბიტაციამ საშუალება მისცა, მისი დანაშაულები ასე ჩაფარცხულიყო
ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ შეცდომა იყო, რომ სააკაშვილის წამებულთა სია არ შეიქმნა და კოჰაბიტაციამ საშუალება მისცა, მისი დანაშაულები ასე ჩაფარცხულიყო

ალბათ შეცდომა ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებულთა სია არ შეიქმნა და კოჰაბიტაციამ საშუალება მისცა, მისი დანაშაულები, ბევრი რამ ასე ჩაფარცხულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლობისტებს დღეს იმის თავხედობა ჰყოფნით, რომ საქართველოს მიმართ ასეთ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ.

„აღშფოთებული ვარ, რომ არსებობენ ისეთი საერთაშორისო ძალები, რომლებიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მზად არიან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება ასე შელახონ, რაც მიუღებელია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.