ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ 4 ოქტომბერი საქართველოში რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული იქნება, სხვა მოლოდინი არ მაქვს
ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ 4 ოქტომბერი საქართველოში რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული იქნება, სხვა მოლოდინი არ მაქვს

ალბათ 4 ოქტომბერი საქართველოში რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული იქნება. სხვა მოლოდინი არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„მათ ხალხის არჩევანი არ გამოიყენეს და სახეში შეაყარეს. რასაც აკეთებენ, ნორმალური პოლიტიკოსის ლოგიკა არ არის. ამიტომ არც 4 ოქტომბრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში არ უნდა ვეძებოთ რაიმე რაციონალური. აქაც თუ გარე კარნახია გადამწყვეტი, მაშინ საქართველოს პოლიტიკის მიმართ მათი მიდგომა გარეთაც საბოლოოდ გაბანკროტებულია, თუ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. ამ შემთხვევაში იმაზე ვწუხვარ, რომ ახალგაზრდებმა ასეთ ავანტიურისტებს თავი არ გამოაყენებინონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.