ირაკლი ქადაგიშვილი - ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და რა არის სპეკულაციები, რითიც ხან პრეზიდენტი, ხან რადიკალური ოპოზიციაა დაკავებული
ირაკლი ქადაგიშვილი - ახალი პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და რა არის სპეკულაციები, რითიც ხან პრეზიდენტი, ხან რადიკალური ოპოზიციაა დაკავებული

ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მოწმობს, რა არის საქართველოს და მისი მთავრობის პრიორიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„კონკრეტულად ირაკლი კობახიძის სამუშაო დღის წესრიგი ამ ვიზიტით და მასთან დაკავშირებული მიზნებით იწყება. ეს კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რა არის საქართველოს ხელისუფლების გზა და რა არის ის სპეკულაციები, რითიც ხან პრეზიდენტი და ხან რადიკალური ოპოზიცია არის დაკავებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.