ირაკლი ქადაგიშვილი - ახალგაზრდები გაყიდული ადამიანების მოწოდებებს არ უნდა აჰყვნენ, საკუთარი თავი კანონის დარღვევის რეჟიმში არ უნდა დააყენონ, რადგან შემდეგ გვიანი იქნება
ყოფილ გუნდელებზე ხაბეიშვილ-ბურჭულაძის სქემა „შემოგდებული“ ხომ არ არის? რევოლუცია „ქართული ოცნებიდან“ წასული პირების ინფორმაციაზე აქვთ აგებული, ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულების თამაშს თამაშობენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცახადა.
მისი თქმით, ახალგაზრდები ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს არ უნდა აჰყვნენ, საკუთარი თავი კანონის დარღვევის რეჟიმში არ უნდა დააყენონ, რადგან შემდეგ გვიანი იქნება.
„იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო არაფერი ხდება, იძულებული ვართ, ერთი კაცის აბსურდის თეატრზე კომენტარები ვაკეთოთ. აბსურდია, რასაც ხაბეიშვილი აკეთებს. ახალგაზრდები ანიტების და გაყიდული ადამიანების მოწოდებებს არ უნდა აჰყვნენ. საკუთარი თავი კანონის დარღვევის რეჟიმში არ უნდა დააყენონ, რადგან შემდეგ გვიანი იქნება. სულ მგონია, რომ ხაბეიშვილ-ბურჭულაძის სქემა ყოფილ გუნდელებზე „შემოგდებული“ ხომ არ არის? იმდენად მოკლე აზროვნების ხალხია, იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ რევოლუცია „ქართული ოცნებიდან“ წასული პირების ინფორმაციაზე აქვთ აგებული. ამით ძირეულ ამომრჩეველს აჩვენებენ, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულების თამაშს თამაშობენ. ამდენსაც ვერ ხვდებიან, იმდენად შეზღუდული აზროვნების არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.