ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ წელს კახეთში ხუთი ახალი სკოლა და ათი საბავშვო ბაღი აშენდება
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ წელს კახეთში ხუთი ახალი სკოლა და ათი საბავშვო ბაღი აშენდება

კახეთში 2019 წელს 350 -ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 60 მილონ ლარზე მეტი დაიხარჯება,- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრიორიტეტულად დასახელდა რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო, მუნიციპალური და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე ჯანდაცვა, წყალმომარაგება და სტიქიის პრევენცია.

გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული განვითარებისა და სხვადასხვა ფონდებიდან მოხდება.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წელს კახეთში ხუთი ახალი სკოლა და ათი საბავშვო ბაღი აშენდება. რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვის სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.