ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბერს კანონს დაარღვევენ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, უცხოეთიდან არანაირი მხარდამჭერი განცხადებები, „ფეისბუქში“ ტირილი და ყვირილი არ უშველით

13:26, 01.10.2025

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს კანონს ვინც დაარღვევს, სწორედ კანონის წინაშე აგებს პასუხს.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.

„არანაირი რიტორიკა, უცხოეთიდან არანაირი მხარდამჭერი განცხადებები, „ფეისბუქში“ ტირილი და ყვირილი არ უშველით. დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ეს კატასტროფაა და ამაზე ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა – მორალურიც, პოლიტიკურიც და სისხლის სამართლებრივიც – ორჯერ ორი ოთხია. მანიფესტაციის ჩატარება თუ უნდათ, ატარონ რამდენიც უნდათ. ეს ის ფენომენია, რასაც ამერიკამ შიდა ტერორიზმი უწოდა. მიმართულია დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაზეც შესაბამისი პასუხი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი