ირაკლი ქადაგიშვილი ​- ნარკოტესტზე თავის არიდების ნათელი მაგალითი გვაქვს, თმის ღერის ტესტი სხვა რამეა, სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა - სხვა რამე
ირაკლი ქადაგიშვილი ​- ნარკოტესტზე თავის არიდების ნათელი მაგალითი გვაქვს, თმის ღერის ტესტი სხვა რამეა, სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა - სხვა რამე

ნარკოტესტზე თავის არიდების ნათელი მაგალითი გვაქვს. თმის ღერის ტესტი სხვა რამეა, სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა – სხვა რამ, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას.

„კახა კალაძემ კარგად განმარტა, რომ მას ყველასთვის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისა და მხარდაჭერის საშუალება მიეცა. ვნახეთ, რომ კანდიდატების მხრიდან ამას მთელი რიგი სპეკულაციები მოჰყვა. ადამიანებმა ნარკოდამოკიდებულების ტესტი არ ჩააბარეს და როცა ამისგან თავს იკავებ, რა ვიცი. ამ შემთხვევაზე თავის არიდების ნათელი მაგალითი გვაქვს. ადამიანმა ნარკოტესტის საქართველოში გაკეთებას თავი აარიდა. თმის ღერის ტესტი სხვა რამეა, სისხლიდან გაკეთებული ტესტი და უფრო ღრმა კვლევა – სხვა რამ. შეიძლება, აქაც გამიჯნული ნაბიჯი იყო“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.