ირაკლი პეტრიაშვილი - „ევოლუშენ გეიმინგის“ ადმინისტრაცია ცდილობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დააშინოს დასაქმებულები
ირაკლი პეტრიაშვილი - „ევოლუშენ გეიმინგის“ ადმინისტრაცია ცდილობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დააშინოს დასაქმებულები

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი „ბითუბი“ (B2B) კომპანია „ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცული თანამშრომლების აქციას შეუერთდა, რომელიც კომპანიის შენობის წინ მიმდინარეობს.

როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის სოლიდარობას უცხადებს კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასების მომატებას და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

„ჩვენი აქ ყოფნა დასტურია იმისა, რომ სოლიდარული ვართ ამ ადამიანების მიმართ და ბუნებრივია, ეს სოლიდარობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ადმინისტრაცია ცდილობს, დააშინოს დასაქმებულები, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მაგრამ თუ გაათავისუფლებენ, ეს ორგანიზაცია დარჩება თანამშრომლების გარეშე. ფაქტი ისაა, რომ ეს მუხტი ვერ ჩაქრება, რადგან ამ ადამიანების მხარეს არის სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.