ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარს მოსამართლე პაატა სილაგაძე განიხილავს

16:31, 30.07.2019

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარს მოსამართლე პაატა სილაგაძე განიხილავს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოში საჩივრის განხილვა მისი შეტანიდან 72-სათიან ვადაში უნდა მოხდეს.

ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება სააპელაციო სასამართლოში სხდომა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

მსგავსი