ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ სარჩელს შეიტანს
ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ სარჩელს შეიტანს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ სარჩელს შეიტანს. აღნიშნულის შესახებ მისმა თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა. რას ეხება სარჩელი, ჩალაგაშვილი არ აკონკრეტებს.

მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და თავად გააკეთებს განცხადებას.

„შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლოში შევა ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს, ეს ირაკლი ოქრუაშვილის პრეროგატივაა. ზოგადად, კერძო ტელევიზიაში ესე შესვლა, ოპოზიციური არხის გაქრობა საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და მართებული, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების კურსი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ იარსებოს ოპოზიციამ, საწინააღმდეგო აზრმა. რაც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენენ, თუნდაც გუშინ ჩვენი პარტიის წევრის დაკავება, დღეს „რუსთავი 2“, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის ბმაში, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის და „რუსთავი 2“-თან მისი ურთიერთობები ყველას მოეხსენება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. რაც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენს ხელისუფლება, მით მალე ისინი დაასრულებენ პოლიტიკურ კარიერას საქართველოში“,- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.