ირაკლი ოქრუაშვილი - ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო
ირაკლი ოქრუაშვილი - ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო

ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, მისი დაცვის წევრ კობა კოშაძეს, რომელიც დღეს დააკავეს, იარაღი ჩაუდეს.

„ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე, თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია, იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა?

ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს.

ისე სააკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსნის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე თუ მასე არ მოხდება“,- წერს ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.