ირაკლი ოქრუაშვილი - მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების შემგროვებელი
ირაკლი ოქრუაშვილი - მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების შემგროვებელი

სახელისუფლებო ბერკეტები ასეთი ფულის მოსაზიდად მე არ მჭირდებოდა. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული“.

„მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები, გვარებს არ ვიტყვი. იმიტომ ვახსენე ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრი, რომ დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და არ მინდა, მისი გვარი ვთქვა. შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. დღესაც მშვენივრად არიან. ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ გვარებს ვერ ასახელებს, რადგან „ივანიშვილთან ძალიან რთულ ბრძოლაშია შესული და ძალიან ბევრი ადამიანის დარწმუნება უწევს, რომ ამ კამპანიაში ფული ჩადონ“.

„მე რომ თქვენ ახლა ერთი გვარი მაინც გითხრათ, აბსოლუტურად არავინ არ დამელაპარაკება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.