ირაკლი ოქრუაშვილი - მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, სად, მოგვიანებით ვიტყვი
ირაკლი ოქრუაშვილი - მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, სად, მოგვიანებით ვიტყვი

მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით უნდა წარდგეს, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მაჟორიტარ კანდიდატობას თავადაც აპირებს.

„ოპოზიცია მაჟორიტარულ ნაწილში ერთიანი კანდიდატებით უნდა წარდგეს, ერთმნიშვნელოვნად. ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი ალბათობით, დღევანდელი გადასახედიდან, პარტიები დამოუკიდებლად წარდგებიან არჩევნებზე, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარების შეთანხმების სტრატეგია. დღეს სამუშაო კონტურები გამოვკვეთეთ. მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა.

კითხვაზე, გორში იქნება თუ არა მაჟორიტარი კანდიდატი, ოქრუაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებული არ არის, მაგრამ არ გამორიცხავს.