ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხვალ გამოიკითხება
ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხვალ გამოიკითხება

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით ხვალ გამოიკითხება.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოკითხვა 11:00 საათზეა დაგეგმილი.

ოქრუაშვილი კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი.