ირაკლი ოქრუაშვილი - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის
ირაკლი ოქრუაშვილი - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, დღეს არის ბრძოლა ღირსებისა და თავისუფლებისთვის.

„ამ თავხედობის, უკანონობის ალაგმვას, ეს ყველაფერი არის ის, რომ ივანიშვილი მთავრდება უკვე. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ყველა ჯიგრიანი ქართველი უნდა მოვიდეს აქ. ეს ახალგაზრდების პროტესტია და არა პარტიების. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირსებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ვალი თითოეული ჩვენგანის. ჩვენი წინაპრების ხსოვნას პატივი ვცეთ და იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც 9 აპრილს ამ მოედანზე დაეცა. ივანიშვილს ხელისუფლებას გამოვგლეჯთ ხელიდან ხალხი, გამოგლეჯს და არა ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.