ირაკლი ოქრუაშვილი - დვალს ჰკითხეთ ერთი მარტივი რამ, თუ მას ტელევიზია წაართვეს, წაართვა თუ არა ქიბარ ხალვაშმა
ირაკლი ოქრუაშვილი - დვალს ჰკითხეთ ერთი მარტივი რამ, თუ მას ტელევიზია წაართვეს, წაართვა თუ არა ქიბარ ხალვაშმა

დავით დვალს ჰკითხეთ ერთი მარტივი რამ, თუ მას ტელევიზია წაართვეს, წაართვა თუ არა დღეს უკვე დარეგისტრირებულმა მესაკუთრემ ქიბარ ხალვაშმა, – ამის შესახებ მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, მათ მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ხვალამდეა ვადა და ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სარჩელი შეიტანა რომ ოქრუაშვილი ცდილობს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონების მიტაცებას, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა: „ამ ბიჭს თავისმა ადვოკატმა ან „დედა ენა“ წააკითხოს, ან გივი ინწკირველის სამართლის საფუძვლები. თუ პროკურატურას მივმართე ყალბი დოკუმენტის გამოყენების მოთხოვნით, ეს სიყალბე უნდა გაირკვეს ხომ? ამის გარეშე პროკურატურაში განცხადების შეტანას აზრი არ აქვს. სიყალბე რომ გაირკვეს, ამისთვის რა არის საჭირო? ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე გამოცხადდეს რვა თვის განმავლობაში თავს რომ არიდებს, მივიდეს და გაარკვევენ ყალბია თუ არა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.