ირაკლი ოქრუაშვილი-ჩვენების მიცემის დროს განწყობა არ მქონდა, რადგან ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე კი გლდანის ციხეში ვიყავი
ირაკლი ოქრუაშვილი-ჩვენების მიცემის დროს განწყობა არ მქონდა, რადგან ვალერი გელაშვილი კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე კი გლდანის ციხეში ვიყავი

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილმა  ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა. ადვოკატის თქმით, გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს ოქრუაშვილი ვანო მერაბიშვილს არ ახსენებს, სასამართლოზე კი განაცხადა, რომ შავნაბადას რეზიდენციაში პრეზიდენტთან ვიზიტისას, მერაბიშვილიც თან ახლდა.

ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის მხარის განცხადებას ადვოკატის ინტერპრეტაციას უწოდებს და განმარტავს, თუ რატომ იყო გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენება მშრალი.

“ავხსნი, რატომ იყო ჩვენებები მშრალი. ვალერი გელაშვილი დაკითხულიც არ ჰყავდათ, ის სადღაც კარიბის კუნძულებზე ისვენებდა, მე კი გლდანის ციხეში უნდა მიმეცა ჩვენება. სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გამომძიებელს ვუთხარი, რომ ჯერ გელაშვილი დაეკითხათ და მერე მოსულიყვნენ ჩემთან. ამ და ანალოგიურ საქმეებზე კონცენტრირების უნარი და განწყობა არ მქონდა, შესაბამისად , ის დაკითხვები ზოგადად საკმაოდ მშრალი იყო, თუმცა მერაბიშვილის საქმეზე -საკმაოდ დეტალური. ” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.