ირაკლი ნოზაძეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
ირაკლი ნოზაძეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

„ქუჩის ბიჭების“ წევრ ირაკლი ნოზაძეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პირველ არხს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.

პაციენტის მდგომარეობის შესახებ კლინიკაში დამატებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს კლინიკასთან მყოფმა ირაკლი ნოზაძის მეგობრებმა განუცხადეს, ნოზაძეს სავარაუდოდ არტერია აქვს დაზიანებული.

„ქუჩის ბიჭების“ წევრ ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, ნოზაძის ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.

მისივე თქმით, მომხდარის დეტალები ნოზაძის მეგობრებისთვის უცნობია.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე ცოტა ხნის წინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.