ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს
ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს, ირაკლი ნოზაძეს ღუდუშაურის კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ირაკლი ნოზაძე სამედიცინო დაწესებულებაში დღეს დაკითხეს. გამომძიებლების მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დაკითხვის პროცესს ესწრება ნოზაძის ადვოკატი ნიკა სადრაძე.

აქამდე, ირაკლი ნოზაძის დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 29 ივნისს შეუფარდა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს.

დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.