ირაკლი ნადირაძე - ეს არ არის თბილისელების საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი
ირაკლი ნადირაძე - ეს არ არის თბილისელების საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისელების საჭიროებებზე ორიენტირებული არ არის.

ნადირაძე ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტი უნდა გაიწვიოს და ხელახლა დაგეგმოს.

„მაშინ, როდესაც თბილისში ძალიან ბევრი მწვავე პრობლემაა, როდესაც გასულ წელს ბევრ ადამიანს დახმარებაზე უარი უთხრეს, თურმე 34 მლნ ლარი ვერ აითვისეს შარშან და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საბიუჯეტო ცვლილებები. მთავარი ჩვენი პრობლემა არის ის, რომ კალაძე არ ასრულებს თავის დაპირებას. ნაცვლად იმისა, რომ მკვეთრად შეემცირებინა ბიუროკრატიული ხარჯები და არანაკლებ 40 მლნ ლარი დაეზოგა თბილისელებისთვის, კვლავ ქმნის ახალ შპს-ებს, ახალ აიპ-ებს და ამით ზრდის ბიუროკრატიას. მაგალითად, იმ დანა-ჩანგლის სამსახურს, რომელსაც თბილისელები კარგად იცნობენ, 158 შტატს ამატებს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნახევრდება მეტროს რეაბილიტაციის დაფინანსება, მცირდება ავარიული კორპუსების რეაბილიტაციის დაფინანსება და აშ.

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს განიხილავს.

დატოვე კომენტარი