ირაკლი მოდებაძე გორის ”დილას” დაეხმარება
ირაკლი მოდებაძე გორის ”დილას” დაეხმარება

ირაკლი მოდებაძემ დეკემბერში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და საფეხბურთო კლუბ გორის ”დილას” დაემშვიდობა. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა კლუბმა თანამშრომლობა შესთავაზა.

ინფორმაცია პირველ არხთან თავად ვეტერანმა ფეხბურთელმა დაადასტურა.

„”გორის ”დილასთან” თანამშრომლობა კარიერის დასრულების შემდეგ შემომთავაზეს, ახლა კი გუნდის ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკე და გადაწყდა – ამიერიდან გუნდის მთავარი სელექციონერი ვიქნები – ამას გარდა, ამპლუით ფორვარდი ვიყავი და გუნდს პერსონალური მწვრთნელის რანგშიც დავეხმარები. თავდამსხმელებს კვირაში ორჯერ ინდივიდუალურ და თეორიულ ვარჯიშებს ჩავუტარებ. მადლობა ”დილას” ამ ნდობისა და თანადგომისთის. გუნდთან 2-3 დღე არ მაკავშირებს და რა რესურსიც გამაჩნია, მსურს, ”დილას” წინსვლას მოვახმარო”,- ამბობს მოდებაძე.

33 წლის მოდებაძეს უთამაშია თბილისის „მერანი-91“-ში, ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, რუსთავის „ოლიმპში“, თბილისის ”დინამოსა” და გორის „დილაში“. იყო საქართველოს ნაკრების წევრიც.