ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მიწვევით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ოთარ დანელიამ მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონგრესის ფარგლებში გამართულ პანელზე, სადაც საქართველოს, უზბეკეთის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, ბოსნიისა და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენები მონაწილეობდნენ, ირაკლი ლექვინაძემ ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად ითანამშრომლონ.

მოწვევის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ვარშავაშიც, პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის ოფისში და ვარშავის სეიმში.