ირაკლი ლექვინაძე - შრომის ინსპექტორები უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებისკენ უნდა იყვნენ მიმართული და არა მხოლოდ დასჯისკენ
ირაკლი ლექვინაძე - შრომის ინსპექტორები უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებისკენ უნდა იყვნენ მიმართული და არა მხოლოდ დასჯისკენ

არის შემთხვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ფატალური შედეგებით მთავრდება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რატომღაც დამნაშავე ყოველთვის კომპანიაა, მაშინ როცა შესაძლოა, სამუშაო პროცესში გარკვეულ თვითნებობას ჰქონდეს ადგილი, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა არსებობდეს თანაბარი პასუხისმგებლობა და თუ კონკრეტული პრობლემის წარმოქმნაში კომპანიის ბრალეულობა არ გამოიკვეთება, სანქციების გამოყენებას უნდა მოერიდონ.

გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის შრომის ინსპექტორების მოსამზადებლად გარკვეული დროა საჭირო. 

„შრომის ბაზარზე უნდა არსებობდნენ კვალიფიციური შრომის ინსპექტორები, რათა კომპანიებმა საკუთარ საწარმოებში ასეთი ტიპის სპეციალისტები მიიწვიონ. შრომის ინსპექციაში დასაქმებული ადამიანები იმ დონეზე უნდა იყვნენ მომზადებული, რომ კიდევ ერთი ზედამხედველის როლში არ აღმოჩდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ ფუნქცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებისკენ იქნება მიმართული და არა მხოლოდ დასჯისკენ, რომლის მიმართაც მიდრეკილება ან ცდუნება შესაძლოა, ხშირშემთხვევაში არსებობდეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.