ირაკლი ლექვინაძე - შეფასებები, რომლებიც „ფიტჩის“ ანგარიშშია მოცემული, პირდაპირ მესიჯებად მისდით საერთაშორისო ინვესტორებს
ირაკლი ლექვინაძე - შეფასებები, რომლებიც „ფიტჩის“ ანგარიშშია მოცემული, პირდაპირ მესიჯებად მისდით საერთაშორისო ინვესტორებს

შეფასებები, რომლებიც „ფიტჩის“ ანგარიშშია მოცემული, პირდაპირ მესიჯებად მისდით საერთაშორისო ინვესტორებს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ფიტჩის“ ანგარიშში ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში წამყვან პოზიციებზეა.

„ფიტჩი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსაც თვალყურს ადევნებს ყველა საერთაშორისო ინვესტორი. ვფიქრობ, ის აქცენტები, რომლებიც „ფიტჩის“ შეფასებებშია გაკეთებული და რეიტინგის ის ხარისხი, არის ძალიან პოზიტიური ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში არის წამყვან პოზიციებზე. ძალიან კარგია, რომ თვითონ ის შეფასებები, რომლებიც ანგარიშშია მოცემული, პირდაპირ მესიჯებად მისდით საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებიც შემდგომში იღებენ გადაწყვეტილებებს ქვეყანასთან მიმართებით, რა პროექტები განახორციელონ და რა მიმართულებით განახორციელონ საკუთარი აქტივობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ძალიან პოზიტიური. ვფიქრობ, მომავალშიც აქტიურად უნდა გაგრძელდეს რეფორმები, ბიზნესის მხარდაჭერა, რათა ეს რეიტინგი იყოს მზარდი“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.