ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლო სისტემა სახელდება
ირაკლი ლექვინაძე - საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლო სისტემა სახელდება

საქართველოში ინვესტორები ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევად სასამართლო სისტემას ასახელებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

ლექვინაძის თქმით, მას უცხოელი ბიზნესმენები ძირითადად სამი პრობლემით მიმართავენ.

„სამი ყველაზე მთავარი პრობლემა შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც სახელდება, როგორც ბიზნესის გამოწვევა. ეს არის სასამართლო სისტემა და ვადებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგულაციების გავლენა ბიზნესზე, მათ შორის ახალი რეგულაციებიც, რომელიც შემოდის და რიგი ბიუროკრატიული საკითხები“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ კითხვაზე, ძირითადად რა პრობლემებით მიმართავენ ინვესტორები.