ირაკლი ლექვინაძე - მზად ვართ, შევხვდეთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს
ირაკლი ლექვინაძე - მზად ვართ, შევხვდეთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს

მზად ვართ, შევხვდეთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და ვისაუბროთ ნებისმიერ დელიკატურ საკითხზე, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვედრა რამდენჯერმე შესთავაზა, რათა იმაზე მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ვიდრე პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი.

„ჩვენ რამდენჯერმე საჯაროდ გამოვხატეთ შეთავაზება შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა მიგვეღო იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ვიცით იმ პრესკონფერენციიდან, რომელიც ჩატარდა. ჯერ ჩვენ არ გვაქვს გამოხმაურება, თუმცა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, შევხვდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ დელიკატურ საკითხზე. ეს შეთავაზება ეხება კერძო პირებს, თავად ხაზარაძესა და ჯაფარიძეს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, იგეგმება „თიბისი ბანკის“ საბჭოს რესტრუქტურიზაცია, რის შედეგადაც მას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დატოვებენ.