ირაკლი ლექვინაძე - ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს
ირაკლი ლექვინაძე - ჰესებთან დაკავშირებული პროექტების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდი ჰიდრორესურსები აქვს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განვითარება, რომელიც უკავშირდება ჰესებს, რადგან ქვეყანას გააჩნია ძალიან დიდი ჰიდრორესურსები.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ძირითადი პოტენციალი ამ კუთხით აუთვისებელია.

„ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტი, რომელსაც კერძო ინვესტორი საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებული პროექტები, რომელსაც ბიზნესმენები ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს და ამით ბიზნესის ყველა უფლება იქნას დაცული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი და რეგიონული განვითარებისათვის, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა რაც რეგიონში და ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში გაგვაჩნია, სწორედ ​ ჰიდრორესურსებია, რომლის გამოყენებაც აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.