ირაკლი ლექვინაძე - იმედი მაქვს, სასტუმრო „ბუდაპეშტთან“ დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილება გამოიძებნება
ირაკლი ლექვინაძე - იმედი მაქვს, სასტუმრო „ბუდაპეშტთან“ დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილება გამოიძებნება

იმედი მაქვს, თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის, გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ, უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ, არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რამდენიმე წელი ვიყავი თბილისის მთავრობის წევრი, ამიტომ კარგად მესმის და ვიცი სასტუმრო “ბუდაპეშტის” საკითხის სირთულე. თბილისი მერია თავისი ქმედებებით პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს, რომელიც არსებობს პროექტზე და ეს ბუნებრივია. მე, როგორც ბიზნესომბუდსმენს მიმაჩნია, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მისი აღუსრულებლობა ზღუდავს ბიზნესის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბევრს გასაგებია, რომ შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მისი აღსრულება ქვეყნის მიმართ ბიზნესის და ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხისთვის მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, გამოინახება კომპრომისული გადაწყვეტილება თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის, ისეთი, რომელიც ერთის მხრივ, უპასუხებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ, არ დაარღვევს ინვესტორის უფლებას”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.