ირაკლი ლექვინაძე - „ომეგა ჯგუფის“ მაგალითზე არ შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში არის ზეწოლა ბიზნესზე
ირაკლი ლექვინაძე - „ომეგა ჯგუფის“ მაგალითზე არ შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში არის ზეწოლა ბიზნესზე

ნამდვილად არ შეიძლება საუბარი, რომ საქართველოში არის რაიმე ზეწოლა ბიზნესზე, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, „ომეგა ჯგუფის“ საქმე უკვე გადაიქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ოპოზიციური პარტიების ნაწილში.

„მე პოლიტიკურ შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ამ კონკრეტულ მაგალითზ ნამდვილად არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არის რაიმე ზეწოლა ბიზნესზე. ამის შესახებ გუშინ განცხადებები გაკეთდა ბიზნესსექტორის მხრიდან, როდესაც იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან. თუ დადასტურდება რომელიმე მხრიდან, რაიმე ფორმით კონკრეტულ კომპანიაზე გარკვეული მოქმედებები, ამას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.