ირაკლი ლატარია - ჩემთვის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა და გიგა ბოკერიასა და სააკაშვილს ვერაფრით ვასხვავებ
ირაკლი ლატარია - ჩემთვის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა და გიგა ბოკერიასა და სააკაშვილს ვერაფრით ვასხვავებ

ჩემთვის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა და ამ ორ ადამიანს, გიგა ბოკერიასა და სააკაშვილს ვერაფრით ვასხვავებ, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ეს არის ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის გარეშე ვერც ერთ სიბოროტეს ვერ აკეთებდნენ და ამასთანავე, თუ რამე სიკეთე გაკეთდა, ერთმანეთის გარეშე არ გაუკეთებიათ. მიხეილ სააკაშვილი ახლა რასაც თავისი ჭკუით აკეთებს, ბოკერიასთან ვითომ გამიჯვნა, ელექტორატის წამოყვანა და ასე შემდეგ, ბლეფია“, – განაცხადა ლატარიამ.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსმა გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, ნათლად ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზედემოკრატიული ნაბიჯი გადადგა, როცა ნულოვანი, ანუ ბუნებრივი ბარიერის შესახებ განაცხადა, რაზეც ყველა პოლიტიკოსმა უნდა იოცნებოს.