ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს [ვიდეო]
„ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხები ესროლეს.
შემთხვევა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარების წარდგენის ღონისძიებისას მოხდა. უცნობმა პირებმა ირაკლი კუპრაძისა და შეკრებილების მისამართით კვერცხები ისროლეს.
„სამწუხაროა, მე გიხდით ბოდიშს ამ მოვლენის გამო. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, რომელიც ასე ებრძვის დღეს ჩვენს ბრძოლას. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ტიტუშკები ჰყავს გარშემო. ასეთი სასაცილოა ხოლმე „ქართული ოცნება“. მეგობრებო, მადლობა ამ ენერგიისთვის. ასეთი სასაცილო მცდელობებით ვერაფერს ვერ გააკეთებენ, – განაცხადა კუპრაძემ ინციდენტის შემდეგ.