ირაკლი კუპრაძემ გლდანში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

18:15, 14.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუბა ლოლაძე გლდანის რაიონის ქუჩებში გავიდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

ინფორმაციას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალური სერვისების გამართვა, უბნების ინფრასტრუქტურული განვითარება და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლებიც გლდანის რაიონის მცხოვრებთა წინაშე დგას.

მსგავსი